პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა
ივანიშვილი ცნობილ
ქართველ რეჟისორს, გიგა ლორთქიფანიძეს დაბადების დღეს ულოცავს.
მილოცვის ტექსტი ივანიშვილის ოფიციალურ
ვებ-გვერდზე განთავსდა.
„ცნობილ ქართველ რეჟისორს,
რუსთაველისა
და მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, ღირსების ორდენის მფლობელს, გიგა ლორთქიფანიძეს ვულოცავთ დაბადების დღეს მე და ჩემი ოჯახი!
გიგა
ლორთქიფანიძის
სახელს ვრცელი და მრავალფეროვანი შემოქმედება უკავშირდება, თუმცა არანაკლებ დასაფასებელია მისი სწორი მოქალაქეობრივი ხედვა და პოზიცია. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ხანგრძლივ შემოქმედებით ცხოვრებას საქართველოს საკეთილდღეოდ!“,-აღნიშნულია
განცხადებაში.
Internet.ge