რუსეთის სკოლებში
ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ საგანს ასწავლიან. სპეციალური საგანი
რუსეთის ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტისა და განათლების სამინისტროს
ინიციატივით დაინერგება. მას მე-5, მე-7, მე-9, და მე-11 კლასის მოსწავლეებს ასწავლიან.
საგანი ტერორიზმისა და
ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საფუძვლებს მოიცავს.
უკვე მომზადებულია
მასალები, რომელიც სასკოლო პროგრამაში შევა და მას „უსაფრთხოებისა და
სიცოცხლისუნარიანობის საფუძვლები“ ერქმევა.
Internet.ge