აჭარის მთვრობის თავმჯდომარე ლევან
ვარშალომიძე ამერიკის შეერთებული შტატების
სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რიჩარდ
ნორლანდს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ
პროცესებზე ისაუბრეს. აქცენტი გაკეთდა ბათუმში მიმდინარე და სამომავლოდ
განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, აჭარა სტაბილური
ეკონომიკური მდგომარეობით ბოლო რვა წლის განმავლობაში ინვესტორებისთვის მიმზიდველ
რეგიონად იქცა. მისივე თქმით, მრავალეთნიკური და სხვადსხვა აღმსარებლობით
დასახლებული ქალაქი მთელი ქვეყნისთვის საუკეთესო მაგალითად უნდა იქცეს.
ამერიკელმა დიპლომატმა მიღწეული შედეგებითვის აჭარის მთავრობის
თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა.
აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ამერიკის
შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი ბათუმის მერს ჯემალ ანანიძესაც შეხვდა.
Internet.ge