საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია
მეორემ კულტურისა და ძეგლთა
დაცვის მინისტრობის კანდიდატ გურამ ოდიშარიას ახალი
მუზეუმის მშენებლობის ინიციატივით მიმართა.
მუზეუმში ის ექსპონატები განთავსება, რომლებიც ამჟამად საცავებში ინახება.
გურამ ოდიშარიას თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა
და მომავალი თაობისთვის გადაცემა ქვეყნის ერთ-ერთი
მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.
"ამას წინათ მქონდა
დიდი პატივი, პატრიარქთან მესაუბრა. ითქვა კონკრეტული ადგილი,
რომ იქ გაკეთდეს მუზეუმი. რაც სარდაფებსა და საცავებში გვაქვს,
იქნებ ეს ყველაფერი გამოვფინოთო. პატრიარქის ეს იდეა
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა კულტურის მინისტრობის კანდიდატმა.
Internet.ge