კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი თინა ხიდაშელი აცხადებს,
რომ პარლამენტში უმრავლესობა, სავარაუდოდ, ექვს ფრაქციას შექმნის.
როგორც მან ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში მიმდინარე
კონსულტაციებისას განაცხადა, ფრაქციებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება
მიღბული არ არის.
„კოალიციის შემადგენელი ექვსივე სუბიექტს ექნება ფრაქცია იმ
მომენტიდან რა მომენტიდანაც ფრაქციას შესაბამისი დეპუტატების რაოდენობა ეყოლება. „ქართულ
ოცნებას“, „თავისუფალ დემოკრატებს“, რესპუბლიკელებს საკმარისი რაოდენობის ადამიანი
გვყავს“,- განაცხადა ხიდაშელმა.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ზურაბ აბაშიძე კი, თინა ხიდაშელისგან
განხვავებით აცხადებს, უმრავლესობა პარლამენტში 4 ფრაქციას შექმნის.
„ფრაქციებს შექმნიან „ქართული ოცნება“, „თავისუფალი დემოკრატები“,
„რესპუბლიკელები“ და კონსერვატორები“,- განაცხადა აბაშიძემ.
Internet.ge