ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო
არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა და შემაჯამებელი ოქმი
დაამტკიცა, რომელსაც ხელი ცესკოს
თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა და ცესკოს კომისიის მდივანმა გიზო მჭედლიძემ მოაწერეს.
საბოლოო
შედეგებით, არჩევნებში მონაწილეობა სულ 2 215 661 ამომრჩეველმა
მიიღო, საიდანაც 62 874 ბიულეტენი ბათილად იქნა მიჩნეული.
ცესკოს
ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ" ხმათა 54,97%
, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი, 40,34%
მიიღო.
ბოლო
მონაცემების მიხედვით გაირკვა, რომ პარლამენტში „ქართულ ოცნებას" 85
დეპუტატი ეყოლება, პროპორციული სისტემით 44 მანდატს აიღებს,
ხოლო მაჟორიტარული სისტემით 41 მანდატს. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი, 65 მანდატი ექნება, კერძოდ, პროპორციული სისტემით 33, ხოლო მაჟორიტარული სისტემით - 32 მანდატი.
Internet.ge