GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დავით დარახველიძე ვიდეომასალას, სადაც ის ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებს „itv“-ის ფაბრიკაციას უწოდებს
19:43 19.10.2012
დღის სიახლეები

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატი დავით დარახველიძე ირწმუნება, რომ „ itv“- ის კადრები სადაც ის ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებს ფაბრიკაციაა.

როგორც მან „ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას განაცხადა, ინტერნეტტელევიზია წინასაარჩევნოდ პროვოკაციული სიუჟეტების მომზადებით იყო დაკავებული.

„ეს იყო  „itv“-ის  მიერ მომზადებული ფაბრიკაცია - დამონტაჟებული მასალა, ისინი 2 თვის განმავლობაში ცდილობდნენ ჩემი საარჩევნო კამპანიის ჩაშლას, სიუჟეტში ჩემი მოსაზრება კონსტექსტიდან ამოგლეჯილია და მიბმულია ერთმანეთს“,- განაცხადა დარახველიძემ.

მინისტრობის კანდიდატმა არასამთავრობოების მოთხონაც შეაფასა და აღნიშნა, რომ არასმთავრობოებს მათი სურვილის შემთხვევაში შეხვდება.

„დაერეკათ ჩემთვის მივიდოდი და განცხადებას გავაკეთბდი. მე განმარტების გაკეთებაზე უარი არასდროს მითქვამს“,- დასძინა დარახველიძემ.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს,  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ტოლვილთა მინისტრობის კანდიდატურის  გადახედვას სთხოვენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ორგანიზაციებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ მინისტრობის კანდიდატის მიერ ამბროლაურის რაიონში ჩატარებული საარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებულ იქნა სიძულვილის ენა და რასისტული გამონათქვამები, ასევე აგრესიული ტონი მასმედიასთან ურთიერთობისას.

ამასთან, როგორც „itv“-ს საინფორმაციო სამსახურში აცხადებენ, სურვილის შემთხვევაში ინტერნეტტელევიზია  მზად არის ნებისმიერ მსურველს კადრები ექსპერტიზის ჩასატარებლად გადასცეს.


internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
„ზოგი სხვა პარტიას უჭერს მხარს, ზოგი სხვას, მაგრამ ყველანი მაინც ცეზარ ჩოჩელს ვემხრობით. მისი იმედი გვაქვს“1
მართლმადიდებლური სამყარო ფერიცვალების დღესასწაულს აღნიშნავს2
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა3
დავით დარახველიძე ვიდეომასალას, სადაც ის ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებს „itv“-ის ფაბრიკაციას უწოდებს4
12:00 საათის მონაცემებით 53.02 %-ით „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ ლიდერობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X