შიშველი ცოლ-ქმარი მე-8 სართულიდან გადახტა. პოლიციას მომხდარის შესახებ შემთხვევით გამვლელებმა შეატყობინეს, რომლებიც ქუჩაში შიშველი ცხედრების დანახვამ შოკში ჩააგდო.
მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. თუმცა ქალი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, მამაკაცი კი უმძიმესი ტრავმებით რეანიმაციაშია მოთავსებული.
ახალგაზრდა წყვილს მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა, რომელიც ამ მომენტში ბაბუასთან არის.
გამომძიებლებმა ბინაში ქოთნებში აღმოაჩინეს ბალახეული, რომელიც სავარაუდოდ, ფსიქოტროპულ ზემოქმედებას ახდენს. ასევე იპოვეს სოკოები, რომელთაც ჰალუცინაციების გამოწვევა შეუძლია.
ახლა სამართალდამცველები არკვევენ, წყვილი შემთხვევით გადმოვარდა ფანჯრიდან თუ ეს თვითმკვლელობა იყო. არ არის გამორიცხული, რომ მათ ეს ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ჩაიდინეს.
მომხდართან დაკავშირებით კრასნოიარსკის საგამოძიებო კომიტეტი მოკვლევას ატარებს.
Internet.ge