პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის, ბიძინა ივანიშვილის
ვაჟი, დღეს კონცერტს ეროვნულ სტადიონზე, 20:00 საათზე გამართავს.
მიმღერალმა დღეს დაგეგმილი კონცერტის შესახებ განცხადება
„ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დადო.
"ჩემო საყვარელო გულშემატკივრებო, იცით, რომ დიდი ხანია იგეგმება ჩემი თბილისის სოლო
კონცერტი, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო, რამდენჯერმე გადაიდო.
14 ოქტომბერი სვეტიცხოვლობაა, დღე როდესაც ყველა ქართველი
პატივს მიაგებს ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სიწმინდეს. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ კონცერტი
20 ოქტომბერს, 20:00 საათზე, დინამოს სტადიონზე გავმართო. დიდი მადლობა, მოთმინებისთვის,
გაგებისთვის და გვერდში დგომისთვის!"- ნათქვამია განცხადებაში.
internet.ge