GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გახსნის
12:04 20.10.2012
დღის სიახლეები

რეგლამენტის მიხედვით, ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გახსნის, სადაც მერვე მოწვევის დეპუტატები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დადებენ, რის შემდეგაც  საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება. პირველ სიმპობოლურ სხდომას კი, უხუცესი პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.

პირველი სხდომის პროცედურულ საკითხებს რეგლამენტის 120–ე მუხლი ადგენს, სადაც აღნიშნულია, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს კი, საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს.

რაც შეეხება პარლამენტის მუშაობის დაწყებას, საკანონმდებლო ორგანო მუშაობას შეუდგება, თუ ცეესკო არჩეულად პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორ მესამედს გამოაცხადებს. პირველი სხდომა კი, შეიძლება გაიხსნას, თუ მას ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა ესწრება (რეგისტრაცია გაიარა).

პირველ სხდომაზე საკითხების განიხილავა შემდეგი თანამიმდევრობით მოხდება: აირჩევა – პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, შეიქმნება კომიტეტები და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მათი თავმჯდომარეები აირჩევა, ასევე რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.  

უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც პარლამენტმა ცნო, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება და მომდევნო სხდომას  ცესკოს თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში იწვევს, როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე პარლამენტის წევრად არჩეული იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად.  

რაც შეეხება კომიტეტების, ფრაქციებისა და უმცირესობა–უმრავლესობის შექმნის საკითხს, კანონმდებლები ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის შექმნის თაობაზე  პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას სათანადო განცხადებასა და დოკუმენტაციას წარუდგენენ. აღნიშნული კომისია კი, პლენარულ სხდომას აწვდის ინფორმაციას ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის შექმნის შესახებ, თუ დროებითმა სამანდატო კომისიამ სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო. ფრაქციების შექმნისთანავე კი, კომისია კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს შეიმუშავებს და ფრაქციებს გადასცემს. კომისია პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომას კი, დასამტკიცებლად  კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს წარუდგენს. ამ კვოტების შესახებ გადაწყვეტილებას კი, პარლამენტი  დადგენილებით მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დებენ. ფიცის ტექსტს ცესკოს თავმჯდომარე კითხულობს. შემდეგ, პარლამენტის წევრები წარმოთქვამენ – „ვფიცავ“ და ამ ტექსტს ხელს მოაწერენ, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.

რეგლამენტის მიხედვით, ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, იქნება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. ამ დროიდან უფლებამოსილება კი, წინა მოწვევის პარლამენტს უწყდება.

პირველ სხდომაზე კენჭისყრა ელექტრონული სისტემით იმართება. საჭიროების შემთხვევაში, კენჭისყრა შეიძლება ბიულეტენებით გაიმართოს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ონიშენკო დღეს ქართველ მეღვინეებს შეხვდება1
თბილისი ამბასადორიალს მასპინძლობს2
თამარ კინწურაშვილი: კახი კალაძე და თეა წულუკიანი საარჩევნო უბნებზე შესვლას ცდილობდნენ3
ნიკა რურუა: გარკვეულ ძალებს ბაგრატის ტაძრის თემის პოლიტიზირება სურს4
ფინანსთა მინისტრის პოსტზე ირაკლი მანაგაძის კანდიდატურა განიხილება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X