ზუგდიდის ყოფილი
რაიონული საავადმყოფოს შენობაში დევნილები შეიჭრნენ. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა
პირებმა კერძო საკუთრება გვიან ღამით გატეხეს და ოთახები დაიკავეს.
თუმცა ადგილზე მისულმა პოლიციამ დევნილების შენობიდან
გამოყვანა შეძლო. დღეს დილიდან კი დევნილთა ჯგუფი ადგილზე ისევ მივიდა. ისინი შენობის
მფლობელს ელოდებიან.
ყოფილი საავადმყოფო „ბლოკ ჯორჯიას“ კუთვნილებაა. როგორც
კომპანიაში აცხადებენ, ადგილზე ახალი თანამედროვე კლინიკის მშენებლობა იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ რაიონული საავადმყოფოს შენობაში დევნილები
18 წლის მანძილზე ცხოვრობდნენ, მანამ სანამ ეს შენობა არ გაიყიდა. მათი აბსოლუტური
უმრავლესობა სხვადასხვა სახოვრებელ ფართზე იქნა განაწილებული.
internet.ge