ქუთაისში, პარლამენტის პირველი სხდომა დღეს, 13:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე დეპუტატებისთვის უფლებამოსილების მინიჭების საკითხი განიხილება.
ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს, ვიცე-სპიკერსა და ფრაქციების თავმჯდომარეებს აირჩევენ.
სხდომას, როგორც ცნობილია საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახსნის, სადაც მერვე მოწვევის დეპუტატები
ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დადებენ, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება. პირველ სხდომას კი, სიმბოლურად უხუცესი პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.
პირველ სხდომაზე საკითხების განიხილავა
შემდეგი თანამიმდევრობით მოხდება: აირჩევა – პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, შეიქმნება კომიტეტები
და მათი თავმჯდომარეები, ასევე რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.
ასევე ცნობილია, რომ პარლამენტი პირველ სხდომას, ბიძინა ივანიშვილი საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება.
Internet.ge