ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე
დასასწრებად ქუთაისში უკვე ჩავიდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა
ივანიშვილი, რომელიც დღევანდელ სხდომას სტუმრის სტატუსით დაესწრება. მას დავით უსუფაშვილი პარლამენტის ახალ შენობას ათვალიერებინებს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ივანიშვილმა განაცხადა, პარლამენტის თბილისში გადატანა კვლავ დღის წესრიგში დგას და ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.
მისი თქმით, უპრეცედენტო ფაქტი მოხდა და ხელისუფლების გადაბარება არჩევნების
გზით
განხორციელდა.
“არჩევნების გზით იყო სააკაშვილიც მოსული, თუმცა მან ყველაფერი უკუღმა გააკეთა. ჩვენი მიზანია ქვეყნის ეფექტური მართვა, ჩვენ სახალხო მთავრობა უნდა ვიყოთ და ყველა ის დაპირება რაც გვქონდა უნდა შევასრულოთ. ღაც შეეხება პარლამენტის თბილისში გადატანას, ეს საკითხი დღის წერიგში კვლად დგას, თუმცა მე მარტო არ ვწყვეტ ამ საკითხს და ამაზე ჩვენ ვიმსჯელებთ”,- განაცხადა ივანიშვილმა.
Internet.ge