პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის დავით
უსუფაშვილის
განცხადებით,
საქართველოს
კონსტიტუცია
ძალიან
ბევრჯერ
იქნა
შეურაცხოფილი და მომავალში ეს აღარ უნდა განმეორდეს.
ამის შესახებ განცხადება, უსუფაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, ბევრი საქმეა გასაკეთებელი, მაგრამ მნიშვნელვანია როგორ დაიწყება
საპარლამენტო
ცხოვრება.
“ის, რომ პირველი ოქტომბრის შემდეგ ცივილიზებული ფორმით მიდის
ურთიერთობა
პოლიტიკურ
ძალებს
შორის,
ეს
არ
ნიშნავს,
რომ
ყველაფერი
კარგად
იყო
პირველ
ოქტომბრამდე.
მიმდინარეობდა
ზეწოლა
ოპოზიციაზე,
თავისუფალ
სიტყვაზე,
მედიაზე
და
ამომრჩევლებზე.
დღეს,
რომ
ჩვენ
უმრავლესობაში
ვართ
ეს
არ
ნიშნავს,
იმას,
რომ
ოქტომბრამდე
მომხდარი
ამბები
ისტორიის
კუთვნილებაა”,-
განაცხადა
უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის განცხადებით, საარჩევნო მანიპულაციებს
და
პოლიტიკურ
დევნას
საბოლოოდ
წერტილი
უნდა
დაესვას.
“მე არ მგონია, რომ პირველ ოქტომბრამდე საქართველოს ბუნებით ცუდი ადამიანები მართავდნენ და ოქტომბრის შემდეგ კარგი ადამიანები მოდიან ხელისუფლებაში. ჩვენი საწყისი
პოზიციები
იყო
დაახლოებით
თანაბარი.
არასწორმა
სისტემამ
გამოწივია
ის,
რომ
ბევრი
ადამანი,
რომლებიც
ქვეყნის
სამსახურში
უნდა
ყოფილიყო, სხვა რაღაცის სამსახურში იყო”,-
განაცხადა
უსუფაშვილმა.
Internet.ge