ამერიკელ ჯულია გნუსს მთელი სხეული ტატუირებული აქვს, თუმცა არა იმის გამო, რომ ეს ძალიან სურდა.
ტატუირება ერთადერთი გამოსავალი აღმოჩნდა მისი იშვიათი დაავადების გარეგნული შედეგების დასაფარად.
დაავადება პორპჰყრია პიგმენტური ცვლის დარღვევასთან არის დაკავშირებული. ჯულიას სხეულზე ბუშტუკები უჩნდება, რომლებიც სკდება და სხეულზე ღრმა ნაიარევებს ტოვებს.
სწორედ მათ დასაფარად ის 10 წლის განმავლობაში ტატუს იკეთებს და ახლა, სხეულის 95% უკვე დაფარული აქვს.
რასაკვირველია, ჯულიას დაავადება არსად წასულა, უბრალოდ, მას ახლა შეუძლია დაფაროს მისი გარეგნული შედეგები, რაც უცხო ადამიანებს გულს უხეთქავდა ხოლმე.
internet.ge