იტალიელი პუდელი კიკო რამდენიმე საბანკო ანგარიშის და მიწების მფლობელი გახდება მას შემდეგ, რაც მისი პატრონი – 84 წლის ქვრივი ქალბატონი ამქვეყნად აღარ იქნება.
ნიკოლინამ ძაღლს არც მეტი, არც ნაკლები, 2 მილიონი ევრო დაუტოვა – უძრავ-მოძრავი ქონებიანად.
ეს გადაწყვეტილება ქალმა ქმრის გარდაცვალების შემდეგ მიიღო. სავარაუდოდ იმის გამო, მისი ქალიშვილი და შვილიშვილები მოხუცებულს ყურადღებას არ აქცევენ.
თუმცა მან უკვე იურიდიულად, ყოველგვარი კანონის შესაბამისად გააფორმა თავისი ანდერძი და მილიონერად აქცია ძაღლი, რომელიც ქვრივს ერთფეროვან დღეებს უხალისებს.
იტალიაში ოთხფეხა მეგობრებისთვის ქონების დატოვება არცთუ უცნაურ შემთხვევად ითვლება.
მაგალითად, გასულ წელს 94 წლის ქალბატონმა თავის კატა ტომაზინოს 15 მილიონი ევრო უანდერძა.
internet.ge