მოშინაურებულმა ტერიერმა პატრონი დაგლიჯა . სპეციალისტები ცდილობენ გაარკვიონ, რა გახდა ძაღლის ამგვარი მდგომარეობის მიზეზი. ვარაუდობენ, რომ პატრონი მას არასწორად წრთვნიდა.
თუმცა მოქმედება ტერიერისა, რომელიც უკვე კარგა ხანია მამაკაცთან
ცხოვრობდა, მაინც აუხსნელია.
გარდა იმისა, რომ საკუთარ პატრონს დაუნდობლად კბენდა, ძაღლი თავს ესხმოდა მაშველებსაც, რომლებმაც ჯერ ტერიერს დაძინება დაუპირეს და საძილე საშუალება სხეულში ესროლეს, თუმცა ძაღლი ამან უფრო გააცოფა.
საბოლოოდ, მისი გაუვნებელყოფისათვის პოლიციას ტაბელური იარაღის გამოყენება მოუხდა.
Internet.ge