დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. ბიუროს სხდომის გარდა, შესაძლოა, კომიტეტების სხდომებიც ჩატარდეს, სადაც კომიტეტის თავმჯდომარეები მოადგილეებს აირჩევენ.
როგორც “ინტერნეტ.ჯი”-ს დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, თავმჯდომარეების მოადგილეების კანდიდატებს “ნაციონალური მოძრაობაც” წარადგენს.
რაც შეეხება მთავრობის დამტკიცების საკითხს, არსებული ინფრმაციით, სამშაბათს პარლამენტს, ახალი მინისტრთა კაბინეტის შესახებ მიაწოდებენ ინფორმაციას, რომელსაც ოთხშაბათს პლენარულ სხდომაზე დაამტიცებენ.
Internet.ge