უახლოეს მომავალში პარლამენტში მსჯელობა დაიწყება საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რომელსაც, როგორც ცნობილია კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი თინა ხიდაშელი უხელმძღვანელებს.
საგამოძიებო კომისიის მიზანი იმ საქმეების გამოძიება იქნება, რომელზეც საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არსებობს.
ხიდაშელის განცხადებით, თითოეული საქმე სამართლიანად და ობიექტურად უნდა იქნას გამოძიებული, რის შემდეგაც კომისიის მიერ დადებული დასკვნები გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნება.
გახმაურებულ საქმეებს შორის თინა ხიდაშელმა რობაქიძის, გირგვლიანის, ვაზაგაშვილისა და საკუთრების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საქმეები დაასახელა.
internet.ge