სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატის, სოზარ სუბარის
განცხადებით, ახალი ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით არავის
პოლიტიკურ დევნას არ აპირებს.
როგორც ჟურნალისტებს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის,
დიმიტრი შაშკინის ქვეყნიდან წასვლასთან დაკავშირებით, სუბარმა განუცხადა, იმ
ქმედებებს საბჭოთა კავშირიც კი რა სჩადიოდა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“
აკეთებს, თუმცა ახალი მთავრობა არ აპირებს, ვინმეს ოჯახზე პოლიტიკური ზეწოლა
განახორციელოს.
სუბარის შეფასებით, არ ესმის იმ ადამიანების, ვისაც დანაშაული აქვთ
ჩადენილი და ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილებას იღებენ.
„მას ვისაც დანაშაული არ აქვს ჩადენილი, შეუძლია საქართველოში მშვიდად
იცხოვროს“,- დასძინა სუბარმა.
internet.ge