ადვოკატთა ასოციაციამ სახალხო დამცველის პოსტზე გელა ნიკოლაიშვილის კანდიდატურა წარადგინა
საქართველოს
ადვოკატთა
ასოციაციამ სახალხო დამცველის პოსტზე ადვოკატ გელა
ნიკოლაიშვილის კანდიდატურა წარადგინა.
ამის შესახებ განცხადება, ადვოკატთა
ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე
გააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნულ პოსტზე გელა ნიკოლაიშვილის დანიშვნა, საქართველოში წამების და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტებს დაასრულებს, რაც ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
ხატიაშვილის ინფორმაციით, შესაბამისი
განცხადება, რომელსაც ხელს 40-მდე ორგანიზაცია აწერს, საქართველოს პარლამენტში გუშინ შეიტანეს.
internet.ge