პარლამენტის საგარეო ურთიერთობთა კომიტეტმა პირველი საორგანზაციო
სხდომა გაიმართა, რომელზეც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის პირველი მოადგილე უმრავლესობიდან
ზვიად კვაჭანტირაძე იქნება, ხოლო მეორე მოადგილე - გიორგი ვოლსკი. რაც შეეხება
ოპოზიციას, თავმჯდომარის მოადგილე აკაკი მინაშვილი იქნება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, თავმჯდომარის ვახტანგ
ხმალაძის მოადგილეები აირჩია.
უმრავლესობის კვოტით პირველი მოადგილე შალვა შავგულიძე გახდა, მეორე
მოადგილე თამაზ ავალიანი. რაც შეეხება უმცირესობას, ოპოზიციის კვოტით მოადგილის პოსტი
პავლე კუბლაშვილმა დაიკავა.
ამასთან სხდომაზე კომიტეტის დებულება გაიარეს.
internet.ge