რამაზ საყვარელიძე: დიმიტრი შაშკინმა სამუშაო სავარაუდოდ აშშ-ში, ძალოვან უწყებაში იშოვა
ექსპერტ
რამაზ საყვარელიძის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს თავდაცვის
ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, სამუშაო აშშ-ის ერთ-ერთ ძალოვან უწყებაში იშოვა.
როგორც დღეს
გამართულ პრესკონფერენციაზე საყვარელიძემ განაცხადა, მას აღნიშნულის შესახებ
უთხრეს, თუმცა დაზუსტებით არაფერი იცის.
დღესვე
საყვარელიძემ კომენტარი, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე გააკეთა,
რომლის მიხედვით გუბერნატორების პირდაპირი წესით დანიშვნა უნდა მოხდეს.
„საინტერესო
იყო სააკაშვილის ინციატივა, რომ ადგილობრივი მმართველობის დონზე მოხდეს
არჩევითობა. ეს ის დაშვებაა მისი მხრიდან, რომელსაც ოპოზიცია დიდი ხნის
განმავლობაში ელოდა“,- განაცხადა საყვარელიძემ.
internet.ge