ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა კახა კალაძემ განცხადება
გაავრცელა, სადაც ის მისი კუთვნილი კომპანიის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მისი თანამდებობაზე დანიშვნიდან 10
დღის განმავლობაში ვადაში „კალა კაპიტალი“ დაიწყებს „საქჰიდრომშენში“ კუთვნილი
აქციების გასხვისების პროცედურას.
„მინდა გამოვთქვა ჩემი მოსაზრება მასმედიაში გავრცელებულ იმ
ინფორმაციაზე, რაც საქციო საზოგადოება „ჰიდრომშენს“ ეხება. სს „საქჰიდრომშენის“
აქციათა 45% ეკუთვნის ჰოლდინგს „კალა კაპიტალს“, რომლის მფლობელიც მე გახვალავართ.
„საქჰიდრომშენი“ სხვა
პროექტებთან ერთად ახორციელებს ენერეგეტიკულ სექტორთან დაკავშირებულ პროექტებსაც,
ამდენად საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ
კანონის მე -13 მუხლის შესაბამისად, ჩემი თანამდებობაზე გამწესებიდან 10 დღის
ვადაში „კალა კაპიტალი“ დაიწყებს „საქჰიდრომშენში“ კუთვნილი აქციების გასხვისების
პროცედურას.
რაც შეხება ჩემს სხვა ბიზნესაქმიანობას, რაც არ უკავშირდება
ენერგეტიკულ სექტორს, მღრებული იქნება კანონმდებლობის შესაბამისი
გადაწყვეტილებები. აქვე ავღნიშნავ, რომ ჩემი საქმანობა ყოველთვის ეფუძნებოდა და
მომავლშიც დაეფუძნება კანონის პატივისცემას“,- ნათქვამია კალაძის განცხადებაში.
internet.ge