პარლამენტის
ხაზინადართა საბჭო შეიქმნება, ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე
დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
მისი განმარტებით, ხაზინადართა
საბჭო, პარლამენტის თავმჯდომარეს შიდა საბიუჯეტო საქმეების გარკვევაში ეხმარება.
სპიკერის ინფორმაციით, საბჭოში უმრავლესობიდან ექვსი დეპუტატი იქნება
წარდგენილი, ხოლო უმცირესობიდან - ოთხი, საბჭოს კი, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე
უხელმძღვანელებს.
უსუფაშვილის
განცხადებით, საბჭოს შემადგენლობის თაობაზე, ის ხვალ ბრძანებას გამოცემს.
internet.ge