პრესის წარმომადგენლებს
საკანონმდებლო ორგანოში რიგი სხოდმების გაშუქების საშუალება არ აქვთ, რის გამოც,
პარლამენტის მედია ცენტრების კამერებით აღჭურვას აპირებენ.
როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის
თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა, ამ შენობაში ძალიან ბევრი რამ
მოუგვარებელია.
„მაგალითად, პრობლემებია
საკომუნიკაციო სისტემის, ასევე შიდა სატელეფონო სისტემა არ არსებობს. გაუმართავია
ის აპარატურა, რომელიც უზრუნველყოფს ბიუროს თუ სხვა სხდომების ღიაობას, ვიდეო და
აუდიო თვალსაზრისით. ბიუროს ოთახში არ არის საშუალება ყველა კამერის განთავსების.
ბიუროს სხდომები იქნება ღია გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც კანონით არის
გათვალისწინებული. იქ, სადაც ამის საშუალება იქნება, იქ მედია სხდომას დაესწრება,
მაგრამ იქ, სადაც 25 ადგილიანი ოთახია შეიძლება დეპუტატებიც კი ვერ დაეტიონ“, -
დასძინა მან.
internet.ge