„თელასის“ გენერალური დირექტორის, აშოტ მანუკიანის ინფორმაციით,
ზურაბ არსოშვილმა მას უხელფასო შვებულებაში გასვლის თხოვნით მიმართა.
როგორც
ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აშოტ მანუკიანმა განუცხადა, კომპანიაში ძველი
პრემიალური სისტემა აღდგება,
ხოლო გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენის საკითხის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნება.
შეგახსენებთ, რომ „თელასის“ თანამშრომლები ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა, კომერციული დირექტორის - ზურაბ არსოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებაა.
internet.ge