საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბელორუსის ხელისუფლების მიერ ოპოზიციური ლიდერის ანდრეი სანიკოვისა და ოპოზიციური აქტივისტის დმიტრი ბონდარენკოს პატიმრობიდან გათავისუფლებას
მიესალმება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს
საგარეო უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი,
ოპოზიციონერების გათავისუფლება ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების პროცესს ხელს
შეუწყობს.
„სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული ფაქტი განაპირობებს ბელორუსის ევროკავშირთან პირდაპირი დიალოგის განახლებასა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის"
ინიციატივაში
მისი სრულფასოვანი ჩართულობის უზრუნველყოფას, ასევე ევროკავშირსა და ბელორუსს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციასა და შემდგომ განვითარებას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების პროცესს“,-
ნათქვამია განცხადებაში.
Internet.ge