2 წლის ვორონეჟელი
ბიჭუნა დედამ
სახლში 6 წლის
ძმასთან ერთად
მარტო დატოვა.
უფროსმა ფანჯარა გამოაღო,
პატარამ კი
გადახედვა მოისურვა
და რაფაზე
ავიდა.
მეზობელმა, რომელმაც ეს
ყველაფერი დაინახა,
მოპირდაპირე აივნიდან
ბავშვის გართობა
სცადა, ვიდრე
სხვები ბინაში
შევიდოდნენ, თუმცა
ამ დროს
პატარა გადავარდა.
საბედნიეროდ, მეათე სართულიდან
გადავარდნილი ბიჭუნა
სერიოზული დაზიანებების
გარეშე გადარჩა.
როგორც ამბობენ,
ვარდნის სისწრაფე
და სიძლიერე
სარეცხის თოკებმა
შეასუსტა.
Internet.ge