პოლონეთის ქალაქ ბიალოსტოკში,
სადეპორტაციო ბანაკში მყოფი 25 ქართველი დახმარებას ითხოვს.
„საზოგადოებრივი
მაუწყებლის“ ინფორმაციით, ქართველებმა ბანაკში შიმშილობა დაიწყეს. ერთ-ერთი
მოქალაქის განცხადებით კი, დაწესებულებაში
მათზე ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება.
დაკავებულები საქართველოს ხელისუფლებისგან სასწრაფო
დახმარებას ითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით, სადეპორტაციო ბანაკში ერთი ქალი და
მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფება.
პოლონეთის
საგარეო საქმეთა სამინისტრო პატიმრებზე ზეწოლისა და არაადამიანური მოპყრობის
ფაქტებს უარყოფს, პოლონეთში საქართველოს ელჩის განცხადებით კი, დაკავებულთა სამშობლოში დაბრუნებას
დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.
Internet.ge