ღარიბაშვილი: პოლიცია არა მხოლოდ შენობებით, არამედ საქმიანობის შინაარსითაც გამჭვირვალე უნდა იყოს
შინაგან
საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ თანამდებობაზე
დანიშვნის შემდეგ მისი პირველი საზრუნავი პოლიციის დეპოლიტიზირება იქნება.
როგორც
ღარიბაშვილმა განაცხადა, ამის მიღწევა მარტივია- არ უნდა გაიცეს პოლიტიკური
დაკვეთა.
ერთ-ერთი
მთავარი ამოცნა იქნება პოლიციის მაქსიმალური დეპოლიტიზირება, რაც შეიძლება
მარტივად მოხდეს. ამისთვის საჭიროა არ გაიცეს პოლიტიკური დაკვეთა. ჩვენ უნდა
ვემსახუროთ არა რომელიმე პარტიას, არამედ ხალხს, ეს იყო დიდი დანაშაული და უნდა
დასრულდეს. პოლიცია არა მხოლოდ შენობებით, არამედ
საქმიანობის შინაარსითაც გამჭვირვალე უნდა იყოს“,- აღნიშნა შს მინისტრობის
კანდიდატმა.
Internet.ge