სუბარი: სასჯელაღსრულების სისტემა იმაზე მეტად კორუმპირებული აღმოჩნდა, ვიდრე შევარდნაძის დროს
სასაჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატის სოზარ
სუბარის განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემა იმაზე მეტად კორუმპირებული
აღმოჩნდა, ვიდრე ეს შევარდნაძის დროს იყო.
როგორც ქუთაისის პარლამენტში ჟურნალისტებს მინისტრობის კანდიდატმა
განუცხადა, პატიმრებს გრძელვადიანი პაემნისთვის დიდ თანხას სძალავდნენ.
„სისტემაში კორუფცია და ადამიანის უფლებების დარღვევა ერთმანეთზეა
გადაჯაჭვული. პატიმართან გრძელვადიანი პაემნისთვის მეუღლეს 1000 დოლარს
ახდევინებენ. ამასთან, მათი ერთად გატარებული დრო ხდებოდა ყოველთვიური და წლიური გამოძალვის საგანი,
რადგან ცოლ-ქმრულ ურთიერთობას ფირზე იღებდნენ“,- განაცხადა სუბარმა.
Internet.ge