ენერგეტიკის
მინისტრობის
კანდიდატის,
კახი კალაძის ინფორმაციით, გაზისა და ბენზინის ტარიფების შემცირება შესაძლებელია. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა
ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ენერგეტიკის სამინისტრო
აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებს დაიწყებს.
"ჩვენი ინფორმაციით, შესაძლებელია, როგორც გაზზე, ისე ბენზინზე ტარიფები შემცირდეს. თუმცა ეს მხოლოდ პირადად ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ამიტომაც თანამდებობაზე დამტკიცებისთანავე ჩემი უწყება შესაბამის კომპანიებთან კონსულტაციებს დაიწყებს",
- განაცხადა
კალაძემ.
რაც შეეხება პრიორიტეტებს,
კალაძის განცხადებით, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა მომავალშიც გაგრძელდება.
„აუცილებლად გავაგრძელებთ მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობას, თუმცა გარკვეულ კონსულტაციებს გავივლით გარემოს დაცვის სამინისტროსთან დიდ ჰესებთან დაკავშირებით. ასევე გადაიხედება ყველა ის ხელშეკრულება, რომელიც მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობას შეეხება“,-
დასძინა უმრავლესობის წევრმა.
დეპუტატმა ჟურნალისტებთან მის კუთვნილ წილებზეც ისაუბრა და
აღნიშნა, რომ წილის გასხვისებას მაშინვე მოახდენს, როგორც კი პოსტზე
დაამტკიცებენ.
"როცა მე ოფიციალურად
დამამტკიცებენ
ენერგეტიკის
მინისტრად,
10 დღის ვადაში მოხდება ამ წილის გაყიდვა. მე რომ ეს წილი მაშინ გამესხვისებინა,
ვთქვათ ჩემს მეგობარზე, როცა კანდიდატად დამასახელეს, ლამაზი არ იქნებოდა. ახლა კი არ მოხდება მისი გასხვისება მეგობარზე და ნათესავზე, ყველაფერი იქნება გამჭვირვალე და ამას საზოგადოება ნახავს", -
აღნიშნა კალაძემ.
internet.ge