იურიდიულ
საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტების გაერთიანებულ
სხდომაზე, მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატებს საკუთარ პრიორიტეტები გააცნო, რის
შემდეგაც, საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა თეა წულუკიანის მისამართით კითხვები
დასვეს, რამაც უმრავლესობის პროტესტი გამოიწვია.
ხელისუფლების
წარმომადგენლებმა უმცირესობას კითხვის ფორმულირების შეცვლა მოთხოვეს, რასაც მათი
პროტესტი მოჰყვა.
სიტყვიერი
კამათი უმცირესობის წევრ აკაკი ბობოხიძესა და უმრავლესობის წევრ ზაზა პაპუაშვილს
შორის წარიმართა.
ბობოხიძემ
ოპონენტებს მოუწოდა „დემოკრატონაბას თამაშს“ მოეშვან და უმცირესობას კითხვის
დასმის ფორმულირებას ნუ ასწავლიან.
„ტონს
ნუ გაამკაცრებთ, დემოკრატიის თამაშს მოეშვით. კითხვის დასმის სტილს კი ჩვენ
გადავწყვეტთ“, - მიმართა უმრავლესობას ბობოხიძემ.
თავის
მხრივ, ბობოხიძეს პაპუაშვილმა უპასუხა და მოუწოდა „ნუ იაზვობდა“.
ბობოხიძისა
და პაპუაშვილის კამათში თინა ხიდაშელიც ჩაერთო და ბობოხიძეს ზდილობა დაუწუნა.
„თქვენი
ზრდილობა ვიცით“, - დასძინა ხიდაშელმა.
Internet.ge