იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა
წულუკიანის განცხადებით, ქვეყანაში სამართლიანი სისტემა შეიქმნება, რომელიც ხალხს მისცემს საშუალებას მათი უფლებები სასამართლოს მიერ იყოს დაცული,
სადაც ნებისმიერი პირის მიერ ჩადენილი შეცდომა გამოსწორდება.
ამის შესახებ განცხადება წულუკიანმა, კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, ის პირველ რიგში აპირებს საზოგადოებრივი აზრის მეშვეობით ის
შეცდომები გამოასწოროს, რომელიც ძველმა ხელისუფლებამ დაუშვა და ასევე, გამოუძიებელი საქმეების
გამოძიება მოხდეს.
„სამართლებლივი კუთხით ქვეყანა წინ უნდა
ვატაროთ
და მხოლოდ ძველი ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების გამოსოწრება არ უნდა დავიწყოთ.
ხალხი
საზღვრებს
გარეთ არ უნდა მიდიოდნენ. იუსტიციის მინიტრის როლის გადახედვა უნდა მოხდეს. არ შეიძლება ქვეყანას იუსტიციის „ურჩხული მინისტრი“ ჰყავდეს
და
არ შეიძლება იუსტიციის მინისტრი შიშის წყარო იყოს. ჩავატარებთ რეფორმებს და რაც მთავარია პროკურატურისა და იუსტიციის
მინისტრის თანამშრომლობა გაწონასწორებული იქნება. პრინციპი გვექნება:
„ყველა ყველას აკონტროლებს“,-
განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, ადვოკატების საქმიანობას აზრი უნდა დაუბრუნდეს. პროკურორი აღარ უნდა იყოს მართლმსაჯულების მეტრი და მოსამრთლეები უნდა იყვნენ თავისუფლები.
„როცა
ჩვენ ხელისუფლებიდან წავალთ და ეს აუცილებლად მოხდება, ქვეყანაში სამართლიანი სისტემა დარჩება. პროკურორებმა უნდა შეწყვიტონ საქმეების ჭრა-კერვა. უნდა შეწყდეს ზეწოლა პროკურორების მხრიდან მოსამართლეებზე.
სისხლის სამართლის პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. მოხდეს ‘’სახელმძღვანელო პრინციპების“ განსაჯაროება. კერძოდ, ის, თუ რა სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს იუსტიციის მინისტრი. ამ დოკუმენტით პროკურორებს რეგიონების მიხედვით ავალებდნენ, რომ საქმეების 95 პროცენტი საპროცესო შეთანხმებით დაესრულებინათ და ხდებოდა „თავისუფლებით ვაჭრობა“ ამის გამო კი, ხალხი ყიდდა ქონებას“,-
განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანის განცხადებით, მოხდება საპროცესო შეთანხმების რეფორმა, შემუშავდება პრინციპი და ეს ნორმა ცივილიზებული ფორმებით წარიმართება.
internet.ge