"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე, ბრიუსელში, ევროპელი დემოკრატებისა და რეფორმისტების ალიანსის ლიდერთა სამიტის ფარგლებში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ ქემერონს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ისაუბრეს. თარგამაძის
განცხადებით, პირისპირ შეხვედრისას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისგან დაპირება მიიღო, რომელის მიხედვითაც ევროკავშირი და კონკრეტულად გაერთიანებული სამეფო საქართველოს ახალი ხელისუფლების მოქმედებას თვალს ყურადღებით მიადევნებს და დემოკრატიული პროცესების მხრადაჭერას კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს.
„ქართველ "ქრისტიან-დემოკრატებს" და ბრიტანელ კონსერვატორებს საერთო ღირებულებები და ინტერესები გვაქვს, რომელიც საქართველოში და კავკასიის რეგიონში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მრავალპარტიული პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბების პროცესში მდგომარეობს“,- განაცხადა თარგამაძემ.
მოგვიანებით, გიორგი თარგამაძემ ევროპის "კონსერვატიული" პარტიების ლიდერებს სიტყვითაც მიმართა.
Internet.ge