საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი კულტურის მოღვაწეების ნაწილის განცხადებას სოციალური ქსელით ეხმაურება.
საქმე ეხება განცხადებას, რომელიც კულტურის მოღვაწეების ნაწილმა კულტურის მინისტრობის კანდიდატ გურამ ოდიშარიას გუშინ
გაუგზავნეს. ისინი მინისტრს მოადგილის პოსტზე თაკო ჩარკვიანისა და ვალერიან შიუკაშვილის კანდიდატებს სთავაზობენ.
"კითხვა მაქვს, "ქართულ საზოგადოების გამოჩენილ ელიტასთან", ასეთი მიმართვა ამდენი ან ნაკლები
ხელმოწერებით,
ხომ არ გამომრჩა და არ გაუგზავნია მაშინდელ მინისტრთან რურუასთან ქართულ კულტურის ძეგლების გადარჩენის საკითხი მწვავედ რომ დადგა (და დგას): ბაგრატზე, მცხეთაზე, ერეკლეს სასახლეზე, მესტიიის ხელნაწერების მდგომარეობაზე, ბუტაფორია რაბათზე, ქუთაისის და აღმაშენებელის ან ძველ თბილისის გადაგვარებაზე, ბათუმზე რომ აღარაფერი ითქვას ან კიდევ რობერტ სტურუას გაგდებაზე... და ნუთუ ერთი ადამიანის დანიშვნა ბევრად მნიშვნელოვანი გახდა?", -
წერს ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე და
იქვე დასძენს, რომ მოადგილეების დანიშვნა საზოგადოებამ მინისტრებს უნდა ანდონ.
Internet.ge