საქართველოს
რკინიგზის
დეპარტამენტში
თანამშრომლებისა
და ადმინისტრაციის შეხვედრა
დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, თანამშრომლების ძირითადი მოთხოვნა ხელფასების გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.
დეპარტამენტის თანამშრომლების პრეტენზიების
საპასუხოდ დღეს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციამ სპეციალური გნცხადება
გაავრცელა და თანამშრომლებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.
„პასუხიმგებლობით მოეკიდეთ საკუთარ ვალდებულებებს, რადგანაც საქართველოს რკინიგზის 85% ტვირთებისა არის საერთაშორისო, შემოდგომა არის სპეც-ტვირთების (ხორბალი) იმპორტის პერიოდი და საჭიროა გეგმაზომიერი მომსახურება. გარდა ამისა, საქართველოს რკინიგზა არის ინვესტორების ინტერესის ქვეშ; ნებისმიერი შეფერხება კი, საქართველოს რკინიგზისათვის და სახელმწიფოსათვის
საფრთხის შემცვლელი და ზიანის მომტანია“,- აცხადებენ რკინიგზაში.
Internet.ge