მე-15 საჯარო სკოლასთან არსებულ ხელოვნებისა და მუსიკის სკოლის
შენობაში დევნილთა დაჯგუფება შეიჭრა.
სკოლის მასწავლებლები ამბობენ, რომ იძულებით გადაადგილებულებმა რამდენიმე
კაბინეტის კარი დააზიანეს, აგრეთვე სკოლიდან გატანილია მასწავლებლებისა და
მოსწავლეების კუთვნილი ნივთები.
თავად დევნილები კი აცხადებენ, რომ პროვოკაციის მიზნით, სკოლის თანამშრომლებმა კაბინეტები
განზრახ დააზიანეს.
ცოტა ხნის წინ, შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაც მივიდა, თუმცა
შენობიდან დევნილების გაყვანა ჯერ ისევ ვერ ხერხდება. სკოლაში ჩაშლილია სასწავლო
პროცესი.
Internet.ge