პრეზიდენტის შეფასებით, რეიტინგების ათეულში მოხვედრა მთავრობის მიერ საქართველოში გატარებული რეფორმების შედეგია (VIDEO)
საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც დუბაიში საერთაშორისო ენერგეტიკული ფორუმის მუშაობაში იღებს მონაწილეობას, მსოფლიო ბანკის ახალ რეიტინგებთან დაკავშირებით მორიგ კომენტარს აკეთებს და მიიჩნევს, რომ პირველ ათეულში საქართველოს მოხვედრა მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შედეგია.
„ეს არის
პირდაპირი შედეგი იმ რეფორმებისა, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში
ვატარებთ. რაც ლადო გურგენიძემ დაიწყო, შემდეგ გილაურის მთავრობამ გააგრძელა და ვანო
მერაბიშვილის მთავრობამ დაასრულა... საქართველო დღეს, ყველაზე მაღალ ლიგაში აღმოჩნდა და ამით მოგვეცა
შანსი, რომ რეიტინგში ჩამოთვლილი ქვეყნების მსგავსად ვცხოვრობდეთ,“- აღნიშნა
პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ,
მსოფლიო ბანკის რეიტინგებს მიხედვით, სინგაპურის, ჰოჰგკონგის, ახალი ზელანდიის, ამერიკის,
დანიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის შემდეგ, ბიზნესის
კეთების სიმარტივით საქართველო მე-9-ე ადგილზეა.
Internet.ge