საჩხერის ყოფილი გამგებელი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს
00:09 24.10.2012
|
დღის სიახლეები
|
საჩხერის ყოფილი გამგებელი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, ღია წერილი ზურაბ ცერცვაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, რომელსაც "ინტერნეტ.ჯი" უცვლელად გთვაზობთ:
"საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს
მოგმართავთ საჩხერის ყოფილი გამგებელი და მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი
ზურაბ ცერცვაძე: ჩემი ქვეყნისა და რაიონის საკეთილდღეოდ გადადგმულ თითოეულ
ნაბიჯს მივესალმები, რომელიც წარსულშიც გადადგმულა და მომავალშიც
გადაიდგმება.
გავიხსენებ ჩვენს შეხვედრას საჩხერის ცენტრალურ სტადიონზე,
სადაც თქვენ ბევრჯერ გამიმეორეთ, მაგარი კაცი ყოფილხარ და ნუ გეშინიაო,
მაშინ გითხარით, რომ არ მეშინოდა და ახლაც იმავე აზრზე ვარ, მიუხედავად
იმისა, რომ ჩემს მეგობრებზე, თანამოაზრეებსა და ოჯახის წევრებზე ბოლო
დღეებში იმატა მუქარებმა ანგარიშსწორებისა და სამსახურებიდან დათხოვნის
შესახებ. სწორედ იმ სტადიონის და საფეხბურთო კლუბ ”საჩხერის ჩიხურას”
ტექნიკური მუშაკი გახლდათ მამაჩემი ოთარ ცერცვაძე, რომელიც ამ დღეებში
უმოტივაციოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან და ამით ”პატარა კაცობის” მაგალითი
აჩვენეს სხვებს იმ კლუბის ხელმძღვანელებმა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი
მე გახლავართ. ამავე კლუბში და ზოგადად საჩხერეში სხვადასხვა სამსახურებში
ბევრი ჩემი თანამოაზრე, მეგობარი და ახლობელი მუშაობს. მათზე
ანგარიშსწორებას აღვიქვამ პირადად ჩემს მიმართ ანგარიშსწორებად და ეს
მიუღებელია, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ჩვენი პატარა საჩხერის მომავლისთვის.
პატივისცემით, ზურაბ ცერცვაძე"
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|