ცოტნე გამსახურდია თავისუფალია. პრეზიდენტმა საპატრიარქოს
შუამდგომლობით პატიმარი გუშინ შეიწყალა.
ილია მეორემ პრეზიდენტს შუამდგომლობით 28 სექტემბერს მიმართა და
გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი შეწყალება სთხოვა.
გამსახურდიამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი გუშინ გვიან ღამით
დატოვა, რის შემდეგაც პატრიარქთან მივიდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდიას, იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა-ტარებისა და განზრახ მკვლელობისთვის 13
წელი ჰქონდა მისჯილი.
internet.ge