საქართველოს
რკინიგზის
დეპარტამენტში
თანამშრომლებისა
და ადმინისტრაციის შეხვედრა დღეს
დილიდან კვლავ განახლდა.
შეხვედრას საქართველოს გაერთიანებული
პროფკავშირების წარმომადგენლებიც ესწრებიან.
თანამშრომლების
ძირითადი მოთხოვნა ხელფასების მომატებასთან
ერთად სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.
ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გუშინდელი
ხუთსაათიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
დეპარტამენტის
თანამშრომლების
პრეტენზიების
საპასუხოდ
„საქართველოს
რკინიგზის“
ადმინისტრაციამ
სპეციალური
განცხადება
გაავრცელა
და თანამშრომლებს თავშეკავებისკენ
მოუწოდა.
„პასუხიმგებლობით
მოეკიდეთ საკუთარ ვალდებულებებს, რადგანაც საქართველოს რკინიგზის 85% ტვირთებისა არის საერთაშორისო, შემოდგომა არის სპეც-ტვირთების (ხორბალი) იმპორტის პერიოდი და საჭიროა გეგმაზომიერი მომსახურება. გარდა ამისა, საქართველოს რკინიგზა არის ინვესტორების ინტერესის ქვეშ; ნებისმიერი შეფერხება კი, საქართველოს რკინიგზისათვის და სახელმწიფოსათვის
საფრთხის შემცვლელი და ზიანის მომტანია“,- აცხადებენ რკინიგზაში.
internet.ge