“საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლები ორსაათიან გამაფრთხილებელ გაფიცვას გეგმავენ. არსებული
ინფორმაციით, თბილისში სატვირთო მატარებლების მოძრაობა შეწყდება, სამტრედიაში კი გაფიცვა სამგზავრო შემადგენლობასაც შეეხება.
ამის შესახებ
განცხადება, პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა გააკეთა. მისი
თქმით, დღეს, რკინიგზის თანამშრომლებისა და ხელმძღვანელობის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
როგორც ცნობილია გაფიცვის შემდეგ
თანამშრომლები,
ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს განაახლებენ.
შეგახსენებთ,
რომ თანამშრომლები ხელფასების მომატებას და შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
internet.ge