დევნილებმა და სოციალურად დაუცველებმა თბილისში კიდევ ერთი შენობა დაიკავეს. ამჯერად ისინი სანდრო ინაშვილის სახელობის მე-12 სამუსიკო სკოლაში შეიჭრნენ.
როგორც პედაგოგები აცხადებენ, ადგილზე მისულებს ინვენტარი დამტვრეული, სასკოლო ოთახები კი გაძარცვული დახვდათ.
სასწავლო პროცესის განახლება მასწავლებლებმა გუშინ ვერ მოახერხეს. შენობაში მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცველები მუშაობდნენ.
დევნილები და სოციალურად დაუცველი პირები ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
სანდრო ინაშვილის სახელობის მე-12 სამუსიკო სკოლაშიი 200-მდე ბავშვი სწავლობს და 60-მდე პედაგოგი მუშაობს.
internet.ge