პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,
ქვეყანაში ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფების შემცირება უახლოეს მომავალში
იქნება შესაძლებელი, თუმცა რამდენით დაიკლებს გადასახადები ამას ვერ აკონკრეტებს.
როგორც პარლამენტში გამოსვლისას ივანიშვილმა განაცხადა, ხელისუფლების წევრების კუთვნილებაში მყოფი კომპანიების მხრიდან, გაზისა და ელექტროენერგიის
ფასების ზრდა ხდებოდა.
„ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია და ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ეს
საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. ჰესების მეპატრონე ქვეყანამ უნდა მოახერხოს
დაბალი ტარიფები იყოს“,- განაცხადა ივანიშვილმა.
internet.ge