საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგი ოჩიაური პრემიერ-მინისტრობის
კანდიდატ ბიძინა ივანიშვილს წინა მთავრობის მიღწევების დისკრედიტაციაში
ადანაშაულებს.
ამის შესახებ ოჩიაურმა პარლამენტში მიმდინარე შეხვედრისას განაცხადა.
„თქვენ დგახართ ჩვენს წინ და დისკრედიტაციას ეწევით იმისა, რასაც წინა
ხელისუფლებამ მიაღწია“,- განაცხადა დეპუტატმა.
ოჩიაურის საპასუხოდ კოალიციის ლიდერმა განაცხადა, რომ ის რეალისტია.
„არასდროს გავცემთ ფასადურ დაპირებებს, ვიტყვით იმას, რაც მართალია და
იმასაც რაც სიცრუეა. თეთრზე თეთრს, შავზე კი - შავს“,- განაცხადა ივანიშვილმა.
ოჩიაურის რიტორიკა გააგრძელა უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ
წიკლაურმაც.
მისი თქმით, ივანიშვილის მსგავსი ცვალებადი ფსიქიკის პიროვნებისთვის ქვეყნის ჩაბარება არ
შეიძლება.
„თქვენი დაპირებები და შეხედულებები ელვის სისწრაფით იცვლება, ჯერ
თქვით, რომ პირველი ვიზიტი აშშ-ში შედგებოდა, გაირკვა რომ ევროპაში მიდიხართ,
თქვენ მიერ დასახელებულ არც ერთ დაპირებაზე კონკრეტული თარიღი არ გაქვთ, არჩევნების
წინ ამბობდით, რომ კომუნალურ გადასახადებს შეამცირებდით დღეს კი ამ დაპირებას
უარყოფთ. მე მაქვს კითხვა, როგორ შეიძლება ასეთი ცვალებადი ფსიქიკის ადამიანს
ქვეყანა ვანდოთ? საქართველო თქვენი გასართობი არ არის. საქართველო რუსეთი არ იქნება, ქართული საზოგადობა
ქვეყნის იქით წაღების საშულებას არ მოგცემთ საიდანაც 10 წლის წინ ჩამოხვედით“,-
განაცხადა წიკლაურმა.
internet.ge