პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, პარლამენტში
გამოსვლისას, ახალ პოლიტიკოსებს დაკვირვებისკენ და სიფრთხილისკენ მოუწოდა.
პარლამენტში კითხვა გუნდში დავით დარახველიძის ყოფნასაც შეეხო.
ივანიშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრები
ჰქონდათ.
„ადგილი ჰქონდა წამოცდენას და შემდგომ ჟურნალისტების მიერ დამახინჯება მოხდა
დარახველიძის ნათქვამის. მინდა მივმართო ჩემი გუნდის წევრებს, ახალ პოლიტიკოსებს,
ძალიან ფრთხილად მოეკიდონ ნესბისმიერ გამონათქვამს და თავიდან აირიდონ
უხერხულობები“,- განაცხადა ივანიშვილმა.
კითხვები ჰიდროელექტროსადგურების შენებასაც შეეხო. „გიგანტური
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე შესაძლოა უარის თქმა მოგვიწოს, მაგრამ ამას
ანალიზი სჭირდება. უფრო რეალურია საშუალო და მცირე ჰესების შენება“,- განაცხადა
ივანიშვილმა.
internet.ge