პრემიერ-მინისტრობის
კანდიდატი პოლიტიკდან წასვლას წელიწადნახევარში აპირებს. ამის შესახებ განცახდება,
ივანიშვილმა პარლამენტში,
უმცირესობასთან შეხვედრისას გააკეთა.
მისი თქმით,
პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ის ქვეყანას არ დატოვებს. წამოვა გუნდიდან, რომელიც
მის ყველა დაპირებას შეასრულებს.
ივანიშვილის
განცხადებით, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ სამოქალაქო სექტორის აქტიური წევრი
გახდება და უმრავლესობის გაკონტროლებას გააგრძელებს.
„აუცილებელია ვისწავლოთ, როგორ უნდა
მოხდეს არჩევა და შემდგომ კონტროლი ხელისუფლების. არ უნდა ვიყოთ მუდმივად კარგი პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის
მოლოდინში. მე კი, ვაპირებ სამოქალაქო საზოგადოებასთან
ერთად კონტროლს, რომ მივიღოთ ევროპული ტიპის საზოგადოება“,- განაცხადა
ივანიშვილმა.
internet.ge