„შეიძლება სწრაფად ვერ მოვახერხოთ ტერიტორიების დაბრუნება, მაგრამ
კლასიკური გზა არსებობს იმისა, რომ საინტერესო ქვეყანა ავაშენოთ, რის შემდეგაც
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდება“,- ამის შესახებ განცხადება ივანიშვილმა
დღეს, პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, ახალი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს
იმისათვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება მოხდეს.
„ნორმალური ხელისუფლება რომ გვყოლოდა, 2008 წელს რაც მივიღეთ, ის არ
მოხდებოდა. რუსეთს მიეცით შესაძლებლობა და მან განახორციელა დიდი ხნის ოცნება,
ჩვენ კი, ოკუპირებული ტერიტორიები მივიღეთ. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს
გავაკეთებთ, რომ სწორი ქმედებით და დიპლომატიით, ტერიტორეიბი
დავიბრუნოთ“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.
ივანიშვილი გამოსვლისას აფხაზ და ოს ხალხთან ურთიერთობასაც
შეეხო. „შეიძლება სწრაფად ვერ მოვახერხოთ
ტერიტორიების დაბრუნება, მაგრამ კლასიკური გზა არსებობს იმისა, რომ საინტერსო
ქვეყანა ავაშენოთ. საქართველო საინტერესო უნდა იყოს საცხოვრებლად აფხაზებისა და
ოსებისთვის, ისინი იმ პირობებით უნდა დავაინტერესოთ, რაც რეალურად შეიქმნება“,-
განაცხადა ივანიშვილმა.
internet.ge